|
2024-10-01 11:10:12, 339 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა. კონკურსი 12 აგვისტოდან მიმდინარეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კონკურსის პირობების შესაბამისად, 18-29 წლის ახალგაზრდებს მოკლე საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოები უნდა შეექმნათ, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციის, ბიზნესის დაწყების ან „სტარტაპის“ განვითარების იდეას. ასევე, მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების საჭიროებას და მის კავშირს ბიზნესის წარმატებასთან. 27 სექტემბერს, კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი ფინალისტები სერტიფიკატებით, ხოლო გამარჯვებული ოთხეული კი, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. „ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებითა და საგანმანათლებლო კონკურსით უკვე მეოთხედ აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკი და ფინედუ, არაერთ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბაზისბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს განვახორციელებთ ახალ თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ზრდისა და პოპულარიზების მიმართულებით“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)