|
2024-09-30 20:42:32, 366 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. "ჩვენ ვიმყოფებით ევროპარლამენტში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ისმენენ ევროკომისრების კანდიდატებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას. აქ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ევროკავშირის კარები ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. 26 ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრას სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის შანსი გავათავისუფლოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც აქ, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და ქართველმა ხალხმა ის დიდი მონაპოვარი, რაც არის კანდიდატის სტატუსი, უკვე მოქმედებაში მოიყვანოს და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)