|
2024-09-30 16:15:13, 335 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - „ოცნება“ ცდილობს, აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ბარიერი, რათა NGO-ებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებს დააკვირდნენ
"ქართული ოცნება“ ცდილობს, აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ბარიერი, რათა NGO-ებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებს დააკვირდნენ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს "არ ესმის, რომ საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება". "გვინდა გამოვეხმაოურთ, რომ "ქართული ოცნება“ ცდილობს, აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ხელოვნური ბარიერი, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ღირსეული პოზიცია, რომ არ აღიარებენ ამ აბსურდულ მექანიზმებს, რომ ისინი აუცილებლად დააკვირდებიან არჩევნებს. ივანიშვილს არ ესმის ერთი რამ, რომ მას საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი. ჩვენი კოალიიცს მხარდაჭერა ეკა გიგაურს და საერთშორისო გამჭირვალობას“,- განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, დღეს, 30 სექტემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებიან და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებენ".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)