|
2024-09-30 14:46:10, 262 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ახლანდელი წინასაარჩევნო პროცესი რადიკალურად განსხვავებულად, მშვიდად მიმდინარეობს
წინასაარჩევნოდ ზოგადად ხშირად არის ხოლმე პროვოკაციები, რომელსაც ეს რადიკალები აწყობენ, თუმცა თუ შევადარებთ სხვა არჩევნებს, პროცესი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, მშვიდად და წყნარად,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ძალადობა და დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია. კალაძის თქმით, გარკვეულ საარჩევნო სუბიექტებს ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და საარჩევნო კამპანიას კონკრეტულ საელჩოებში ატარებენ. “ახლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ბევრს ამის საშუალება არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რა ნამუსით უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა უთხრან? როდესაც გინდა, რომ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, გინდა მეორე ფრონტის გახსნა, როდესაც პირდაპირ მოწოდებებს აკეთებ სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, ყველაფერს ცდილობ იმისთვის, რომ ხალხი და შენი ქვეყანა დააზიანო, რა ნამუსით უნდა მიხვიდე ხალხთან? შესაბამისად, ველზეც ვერ გადიან, ზოგიერთ საელჩოში დარბიან და იქ ატარებენ საარჩევნო კამპანიას. ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)