|
2024-09-30 14:41:10, 259 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე უცხოურ ბანკებზე - გაძარცვეს ადამიანი, რომელმაც ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ
მინდა გთხოვოთ, ჩემს ფინანსებზე არ ინერვიულოთ,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვას, ხომ არ უკავშირდება უცხოურ ანგარიშებზე არსებული თანხის გასხვისება მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებს. მერის თქმით, იქნება თუ არა თავად 60 დასანქცირებულ პოლიტიკოსს შორის, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. “თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს - გაძარცვეს. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ხომ გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)