|
2016-02-23 12:10:10, 711 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო'სულივანმა (Sean M. O'Sullivan) დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა არსებული თანამშრომლობისათვის და იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში როგორიც არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დაფინანსების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მარტის დასაწყისში იგეგმება აზიის განვითარების ბანკის მისია, რომელზეც განიხილება ეკონომიკური რეფორმების გაფართოების საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (CAREC) საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით დაინტერესებულია გააფართოვოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ფუნქცია, CAREC-ში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნულ პერსპექტივას. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაში. როგორც აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)