|
2024-09-27 16:59:00, 312 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, თბილისი არქიტექტურის ბიენალე (TAB) სახელწოდებით „შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს გაიხსნება და 19 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენას, ლექციას, ვორქშოფს, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. არქიტექტურის ბიენალე გაერთიანებს თემატურ გამოფენებს, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემა ადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაა, განსაკუთრებული აქცენტით წყლის რესურსზე. ბიენალე ხაზს უსვამს არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და გარემოს დამცველების როლს რთული დინამიკის ნავიგაციის პროცესში. ბიენალეს ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის 7) გაიმართება: 4 ოქტომბერი, 18:00 | გამოფენის გახსნა „კოლექტიური წარმოების ადგილები“. გამოფენის ორგანიზატორია IFA - საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (ifa-Institut für Auslandsbeziehungen), ARCH+-თან თანამშრომლობით. გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. 5 ოქტომბერს 14:00 | გამოფენის კურატორის, სტეფან გრუბერის ტური. 5 ოქტომბერს 16:30 | სიმპოზიუმი „Commoning Tbilisi”. მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე. 8 ოქტომბერი 19:00 |ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNstudio-ს თანადამფუძნებლის და ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის კაროლაინ ბოსის ლექცია „შეკეთება“. 11 ოქტომბერი 18:00 | „მეხსიერების პოლიტიკა და ჰიდრო ნარატივები სომხეთში“. არქიტექტორი, ურბანისტი, მკვლევარი და კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორიის (CSN Lab) წევრი, არსენ აბრაჰამიანი წარმოადგენს ორ კვლევით პროექტს — „ქეჩუთი: წყლისქვეშ მყოფი მეხსიერება“ და „გეტარი: მდინარის მეხსიერება,“ რომელიც CSN ლაბორატორიამ სომხეთში განახორციელა. თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, ურბანული და არქიტექტურული საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. წლევანდელი ბიენალეს პლატფორმა დოკუმენტურ, კვლევით და ისტორიულ მიდგომებს დაეთმობა. გაეცანით ბიენალეს ღონისძიებებს დეტალურად.
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)