|
2024-09-27 15:09:15, 342 ნახვა
საზოგადოება
ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა
ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს პარტიული სია 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა, იმ სუბიექტების სია კი, რომლებმაც ცესკოს უკვე მიმართეს, ასე გამოიყურება: 1. „საქართველო“ 2. „გახარია საქართველოსთვის“ 3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია 5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია 6. „მემარცხენე ალიანსი“ 7. თავისუფალი საქართველო 8. ტრიბუნა 9. „შეცვალე საქართველო“ 10. „ჩვენ“ 11. ქართველ ერთობა 12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ 13. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 14. „გირჩი“ 15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 16. ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! 17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 19. „ევროპელი დემოკრატები“ „ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის - „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა. აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა, რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია 4-მა პარტიამ წარადგინა. გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილება შეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა",- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)