|
2024-09-27 10:10:55, 348 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი მოუწოდებს აშშ-ს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 21-დღიან გეგმას დათანხმდეს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 21-დღიან გეგმას დათანხმდეს. როგორც მაკრონი აცხადებს, საფრანგეთი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენებს. “მე მჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახლა უნდა გაზარდოს ზეწოლა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ამის გასაკეთებლად. ჩვენ ველით, რომ ყველა პარტნიორი იყოს ძალიან ხმამაღალი და ერთგული ჩვენთან, რათა გავაგზავნოთ ეს მკაფიო გზავნილი - ისრაელს არ შეუძლია დღეს ლიბანში შეჭრა. ომი დღეს ლიბანში შეუძლებელია, ეს იქნება უზარმაზარი შეცდომა, ესკალაციის უზარმაზარი რისკი. საფრანგეთი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენებს“,- განაცხადა მაკრონმა. მან აგრეთვე კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საფრანგეთი წინააღმდეგია, "ლიბანი ახალი ღაზა გახდეს". “არ მიმაჩნია, რომ პირველი კომენტარები ისრაელიდან საბოლოოა. ასე რომ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ მომდევნო საათებში, რათა დავარწმუნოთ ისრაელი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი 21 დღის განმავლობაში“,- აღნიშნა მაკრონმა. შეგახსენებთ, ევროკავშირმა, აშშ-მა და მისმა მოკავშირე 10-მა ქვეყანამ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში მოითხოვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა უკვე უარყო საფრანგეთ-ამერიკის წინადადება 21-დღიანი ზავის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი, ისრაელელ სამხედროებს ბრძოლის "მთელი ძალით" გაგრძელება უბრძანა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)