23:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 10:29:55, 536 ნახვა

მსოფლიო
EU, აშშ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

ევროკავშირი, აშშ და მისი მოკავშირე 10 ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში მოითხოვს, რათა რეგიონული ომის გაჩაღება თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ქვეყნები მიიჩნევენ, საზღვარზე ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა დიპლომატიისთვის სივრცეს შექმნის.

“ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა საზღვარზე შექმნის სივრცეს დიპლომატიისთვის. ვითარება ლიბანსა და ისრაელს შორის 2023 წლის 8 ოქტომბრიდან აუტანელია და წარმოადგენს მიუღებელ რისკს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციისთვის. ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც ისრაელის და არც ლიბანელი ხალხის“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც  ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი ავრცელებენ.

ქვეყნების გარდა, ერთობლივი განცხადება აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებმაც გაავრცელეს.

“დროა, რომ დიპლომატიას წარმატების შანსი მიეცეს და თავიდან შემდგომი ესკალაცია აიცილოს. დროა, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ“,- ნათქვამია ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics