|
2024-09-25 16:26:03, 303 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის მიმდინარე პროექტს გაეცნო
გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი ორეტაპიანია. „ორ ეტაპად გავყავით აღნიშნული სამუშაოები. გასულ წელს დავასრულეთ პირველი ნაწილი და ადგილობრივ მოსახლეობას მაშინვე დავპირდით, რომ სივრცე მთლიანად მოწესრიგდებოდა. ძალიან მიხარია, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ მაქვს გატარებული, მიმდებარე კორპუსში. ეს სივრცე გამწვანდება, განათდება, მოეწყობა ფანჩატურები, ტრენაჟორები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები; ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და კიდევ ერთი სასიამოვნო რეკრეაციული სივრცე ექნება ამ უბანს. აღნიშნული სამუშაოები ნოემბრისთვის იქნება დამთავრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე. სკვერის მოწყობის სამუშაოები, ჯამში, 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)