|
2024-09-24 21:07:14, 309 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს თავმჯდომარესთან, მის მოადგილესთან, ცესკოს მდივანთან და წევრებთან გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს. "გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვა/გამოყენების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო დამკვირვებლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან. 26 ოქტომბრის არჩევნებს დელეგაციის სრული შემადგენლობა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)