|
2024-09-22 13:39:27, 302 ნახვა
საზოგადოება
ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა
საქართველომ, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ ბათუმში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენცია თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. მან შეხვედრის მონაწილე - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის წარმატებით ჩატარება უსურვა. "ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბურჯუ სანიმ დახურა და საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)