|
2024-09-20 13:46:09, 390 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - თუ არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, ჩვენს ხელთ არსებული ზომები გამოვიყენოთ
მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი, არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი თვალს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. "ჩვენ კონტაქტში ვიმყოფებით ეუთო/ოდირის ძირითად ჯგუფთან. ვიცი, რომ აქვთ დიდი გეგმები, რომ ჰყავდეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არჩევნებამდე, არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED-ი, რომელიც ასევე დააკვირდება არჩევნებს და ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავთვლით თუ არა ამ არჩევნებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად. თუკი და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი, არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ, ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)