|
2024-09-18 14:30:19, 461 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - რამდენიმე თვიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად British Airways საქართველოს ბაზარზე შემოდის
2025 წლიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი ლონდონში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და British Airways-ის ავიაქსელის სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერმა, ნილ ჩერნოფმა მოაწერეს. "ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, ავიაკომპანიის წარმომადგენლები და ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულეთ. შედეგად, ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან. ეს იყო ხანგრძლივი და რთული ერთობლივი მუშაობის შედეგი. ფრენები განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება. სწორედ, დამატებით სირთულეს ესეც ქმნიდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად, ჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელია. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)