|
2024-09-18 13:40:36, 283 ნახვა
საზოგადოება
თბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს
დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წლევანდელი კვირეულის თემა „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. მისივე თქმით, აღნიშნული კვირეული წარმოადგენს კამპანიას, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. „კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას მართავს. დაინტერესებულ პირებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, თბილისის მეტრო დაეთვალიერებინათ. ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება 21 სექტემბერსაც, რომლის დროსაც დამთვალიერებლები შეძლებენ, გაეცნონ მეტროს მუშაობის სპეციფიკას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც განთავსებულია მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შედის გასეირნება მეტროს გვირაბში, რომელიც მეტროსადგურებს - „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისი განცხადებით, ამავე დღეს, 16:00 საათზე გაიმართება ღონისძიება „ვიზიტი ავტობუსების დეპოში“. „ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა დიდ დიღომში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეორე ავტობაზაში, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერონ ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, 21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება დედაქალაქში მოძრავი ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)