13:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 11:19:39, 275 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა “საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელგიის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება რატიფიცირებისთვის დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.

“შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხეულის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაულები, ნარკოდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და სხვა.

“საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2024 წლის 2 მაისს ბრიუსელში მოეწერა.

შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები და მემორანდუმები უკვე 35 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics