|
2024-09-17 20:52:38, 407 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს - მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები
მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ისაუბრა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს. როგორც მან აღნიშნა, 21 სექტემბერს ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ საინტერესო თამაში ელოდება. „21 სექტემბრისთვის ვემზადებით - პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. ამის შემდეგ, 20 სექტემბერს უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გვექნება შეკრება. 21-ში კი, ქართველი გულშემატკივარი ლეგენდარულ ფეხბურთელებს იხილავს. ესენი არიან ადამიანები, ვისაც წლების განმავლობაში გულშემატკივრობდნენ. ვიცი, რომ ბევრ ფანს ღამეები აქვს გათენებული საყვარელი ფეხბურთელების თამაშისთვის რომ ეყურებინა. ახლა კი, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ფეხბურთელები თბილისში ჩამოვიყვანოთ. ამ მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. ძალიან მიხარია, რომ მექნება შესაძლებლობა ამ თამაშში მონაწილეობა მივიღო. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში, სწორედ კლუბ „მილანის“ ღირსებას ვიცავდი, მიხარია, რომ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები. მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამომავლოდ, ქართული მხარე მოლაპარაკებებს მართავს სხვა ცნობილ საფეხბურთო კლუბებთანაც, რომ ლეგენდების მორიგი მატჩები ჩატარდეს. „რაც შეეხება სხვა კლუბებს, როდესაც „ინტერთან“ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ, მაშინ ითქვა, რომ მსგავს ამხანაგურ თამაშებს აუცილებლად ექნებოდა პერმანენტული ხასიათი. მე საუბარი მქონდა შოთა არველაძესთან. მათ მოლაპარაკებები აქვთ „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, „ლივერპულთან“. მომდევნო თვეებში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება და ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ წარსულში ცნობილი, ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანით“, - განაცხადა თბილისის მერმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)