10:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 12:12:54, 548 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - დეპეშა ბერნში საქართველოს ოკუპაციის შესახებ

„მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ დაარღვია ჩვენს მთავრობასთან 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი მშვიდობის ზავი და ომის გამოუცხადებლად, ფლიდურად გადმოლახა სოციალისტური საქართველოს საზღვრები კომუნიზმის დროშის ქვეშ. მოსკოვის მთავრობა ცარისტულ იმპერიალისტურ პოლიტიკას აგრძელებს და მიზნად ისახავს პატარა ერების დამონებას”.

ნაწყვეტი მსოფლიო პროლეტარიატისადმი საქართველოს სოციალისტური ორგანიზაციების 1921 წლის 22 თებერვლის მოწოდებიდან, რომელიც თბილისიდან ჟენევაში მიიღო და ბერნში  გააგზავნა ხარიტონ შავიშვილმა, საქართველოს წარმომადგენელმა ერთა ლიგაში.

დეპეშაში აღნიშნულია, რომ ქართველები წინ აღუდგებიან ამას და რომ მსოფლიო სოციალისტების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.

ფრანგულ ენაზე

ჟენევა, 1921 წლის 22 თებერვალი

დოკუმენტის დედანი დაცულია ჟენევაში, გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში,  ელექტრონული ასლი ინახება ეროვნულ არქივში, ხარიტონ შავიშვილის საარქივო ფონდში.

„კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics