|
2024-09-17 14:42:32, 332 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სანქციებზე - ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას
ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, "ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს". "ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და იცით ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასარჩევნო პერიოდში. ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)