|
2024-09-17 13:54:00, 311 ნახვა
საზოგადოება
მერია - სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, VI მიკრორაიონის N7 – 20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, გიფერ 360, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ. "ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - მარიტა როხვაძემ და ოთო ნემსაძემ მიიღეს. კონცერტს გიორგი ბაგრატიონი უძღვებოდა. საღამო კი ანდრია გველესიანმა და ბენდმა დაასრულა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)