|
2024-09-16 16:36:02, 727 ნახვა
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
დღეს სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო, - ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით კი, მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომელთაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვისას აღნიშნა, წელს სამცხე-ჯავახეთში 2045 პირველკლასელია. "რეგიონში წელს 2045 პირველკლასელი გვყავს. პატარებო, თქვენ, დღეს სიახლეებით, მრავალი აღმოჩენითა და თავგადასავლებით აღსავსე სამყაროს კარი შეაღეთ. გისურვებთ, სკოლაში გატარებული ყოველი დღე თქვენთვის, ცოდნის მიღების გარდა, საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყოს. ჩვენ კი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, როგორც აქამდე, ახლაც გავაგრძელებთ თქვენთვის უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანაბრადხელმისაწვდომი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგია, რომ 2012 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 400-ზე მეტ სკოლასა და 200-ზე მეტ საბავშვო ბაღს. აშენდა 7 ახალი სკოლა და 11 საბავშვო ბაღი. წელს უკვე მიმდინარეობს 12 სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა/რეაბილიტაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კი, 2024-25 წლებში, ჩვენს რეგიონში, ჯამში, 10 ახალი სკოლის მშენებლობას და 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს, რომელთაგან უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ნაწილი კი დასრულების ფაზაშია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს განათლების ხარისხი. მჯერა, ჩვენი შვილების თაობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში",- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)