04:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 10:16:04, 401 ნახვა

მსოფლიო
გოლფის კლუბში, სადაც დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო - დაკავებულია ერთი პირი

ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. 

ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი უსაფრთხოდ არის.

"პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის",- აცხადებენ შტაბში.

როგორც CNN იტყობინება, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. 

მედიის ცნობით, დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან.

ინფორმაცია გაავრცელა გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც, რომლის განცხადებაზე დაყრდნობითაც  BBC წერს, რომ "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics