|
2015-02-13 12:20:21, 1263 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი არასამწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „საკონსულტაციო ბარათების“ გამოქვეყნებას აგრძელებს, რომლებიც საზოგადოებას დაეხმარება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოს უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია. დღევანდელი საკონსულტაციო ბარათის თემაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან დამოუკიდებელი. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის წესი და პირობები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები: განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალურ მოწმობა ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება); ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია: განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. დაჩქარებული მომსახურების შემთხვავაში (განცხადების შეტანის დღეს) ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად. ინფორმაციისთვის, თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www. napr.gov.ge, საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)