|
2024-09-13 15:59:02, 418 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩვენი მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიიღონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება და რთველის მიმდინარეობის პროცესს ეცნობა. "წელს კახეთში გამორჩეულად უხვი, რეკორდული მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული რთველის ორგანიზების პროცესში. რქაწითელის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს; წელსაც ვაგრძელებთ რქაწითელის სუბსიდირებას. რქაწითელის ფასი 1 – 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება საფერავს, დღეის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ მეტი, 40 ათასი ტონა საფერავია გადამუშავებული. მევენახეების მხრიდან საფერავის ჩაბარების მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია. საფერავის უხვი მოსავალია, ამიტომაც სწრაფად ჩაბარების საჭიროება დადგა, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არ გაუარესდეს ხარისხი და მევენახეებს მოსავალი არ გაუფუჭდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმოს 10-მდე ლოკაციაზე უკვე დაწყებული აქვს საფერავის მიღება და მევენახეები 1 კილოგრამში 1,50 ლარს მიიღებენ. "მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვისაც ამ ფასზე ნაკლებად აქვს საფერავი ჩაბარებული, მათაც დაუკომპენსირდებათ ეს თანხა 1,50 ლარის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიიღონ. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს. ჩვენ წლებია ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს, სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ძალიან კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს გვაძლევს. ეს შედეგები ღვინის ექსპორტის, შემოსავლების და მოსავლის ზრდაშია გამოსახული. მოსავალი ამ წლების განმავლობაში 4-5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და ეს გადაწყვეტილებაც ამის ერთ-ერთი დასტურია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)