|
2024-09-13 11:34:33, 362 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია - მორიგი ტყუილია, რომელსაც ავრცელებენ
14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს „არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ". „რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის. მათ, რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ, თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მლრდ დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი, არსად არ არსებობს ეს 14 მლრდ, ჩვეულებრივი ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდაზე. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ ასეთ ტყუილებს არ იყიდის. 14 მლრდ მართლა არსად არ არსებობს. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენი ზომის, ეკონომიკის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით, 500 მლნ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავს ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს, ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას",- განაცხადა კობახიძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)