|
2024-09-13 10:56:22, 358 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა 6 ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მათ აკრედიტაცია გაუუქმა
რუსეთმა, 6 ბრიტანელ დიპლომატს, რომლებსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, აკრედიტაცია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სამსახურში აცხადებენ, მათი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" FSB-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციაში, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით. "ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, FSB-ს მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე და ლონდონის არაერთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, შეუწყვიტა ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის 6 თანამშრომელს აკრედიტაცია, რომელთა ქმედებებში დაზვერვისა და დივერსიული მუშაობის ნიშნები აღმოაჩინეს",- აღნიშნულია FSB-ს განცხადებაში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)