|
2016-02-21 14:14:24, 1278 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ყოველთვის მივისწრაფვოდით, რთული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით გადაგვეჭრა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა. როგორც პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ. "შეიარაღებული ძალები ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ. სიარიაში ჩვენი სამხედროები და ოფიცრები ანადგურებენ მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს ღიად უწოდებენ მტერს და არ მალავენ საკუთარ გეგმას ექსპანსიის გაფართოებასთან დაკავშირებით. მათ შორის რუსეთისა და დსთ-ს ტერიტორიაზე.ყოველთვის მივისწრაფვოდით, გადაგვეჭრა რთული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით. არაერთხელ შევძელით სიტუაციის სტაბილიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში. ვეხმარებოდით ღია კონმფლიქტების აღმოფხვრაში და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც.ამასთან ერთად, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად იყვნენ, სწრაფად და ადეკვატურად უპასუხონ პოტენციურ საფრთხეებს, აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია, თუ აგრესიული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ",-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)