|
2024-09-12 10:03:07, 447 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზეს უმასპინძლეს. გამოფენაზე RIGA FOOD 2024 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 7 კომპანიას: შპს აჩინებულს, შპს ჯეონატურალსს, შპს აქვაგეოს, შპს ძმებ ხუციშვილებს, კოოპერატივ რუისპირი-იყალთოს, შპს ვინაგორას, შპს კულას. წარმოდგენილი იყო ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები. „ვაგრძელებთ ქართული პროდუქციის მხარდაჭერას სტრატეგიულ ბაზრებზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარია. ქალაქ რიგაში, სადაც ბალტიის ქვეყნების ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა იმართება, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდზე ქართველი მწარმოებლები არიან წარმოდგენილი. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართული კომპანიებს მნიშვნელოვანად უწყობს ხელს გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლატვიაში ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ელჩის განცხადებით, ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქართული სტენდის მონახულება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ლატვიის ინტერესს. მიმდინარე წელს, RIGA FOOD 2024 გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)