|
2024-09-11 17:06:33, 423 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე როთზე - ასეთი მაშველი რგოლი ხავსად არის ქცეული, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა
ყველა ასეთი მაშველი რგოლი უკვე ხავსად არის ქცეული და კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას ასეთი განცხადებები, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ჯერ საქმიანი შეხვედრებით და საქმიანი გამომეტყველებით და შემდეგ, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. მდინარაძის თქმით, როთის კოლეგა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რომ „ანალოგიურად მოქცეულიყო და გერმანიაში გამართულ ანტისამთავრობო მიტინგზე ოლაფ შოლცის გადადგომა მოეთხოვა, ამის შემდეგ მას არავინ შეხვდებოდა". "გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არავინ ჩაერიოს, შეიძლება, ერთმა პარტიამაც ვერ გადალახოს ბარიერი. წარმოიდგინეთ, რომ გარედან არავინ ერევა - შეიძლება, ერთ პარტიასაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე - განცხადებებზე, მოქმედებებზე და ა.შ. ვთქვათ მისი პირდაპირი კოლეგა, ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს და შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს? ზუსტად იგივეა. ანუ ზემოდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ? ასე არ არის. ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თავისი სათქმელი ყველასთვის. არ შეიძლება ასე კაცი გამოვიდა და რასაც ლაპარაკობს გვარამია, მელია და რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია, იგივე სიტყვებით ილაპარაკა. იგივე რომ გაეკეთებინა ნიკა სამხარაძეს, იმავე თანამდებობის პირს, ანტისამთავრობო მიტინგზე გამოსულიყო გერმანიაში, შოლცის გადადგომა მოეთხოვა, გაელანძღა და თან ტყუილები ელაპარაკა, ვინმე შეხვდებოდა ამის მერე?!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)