|
2024-09-11 14:18:25, 291 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ვერის პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, იგეგმება ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც. "ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ხედავთ, რა მდგომარეობაა. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება და გვინდა, მთლიანად რეაბილიტირდეს. ეს ჩვენი დაპირება იყო. მთლიანად განახლდება, შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სადრენაჟე სისტემა, სარწყავი სისტემა, ყველაფერი მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაჩნდება საპიკნიკე ზონები, გადმოსახედი, სანაპიროსთან კავშირი კიბეებით იქნება აღდგენილი, ასევე, ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე შეიქმნება, ძაღლებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, რომ პარკში მომსვლელები არ შევაწუხოთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ პროექტში თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე. ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება საკომუნიკაციო სისტემები და ჩაიმალება გრუნტში, ასევე, დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და დაემატება ნერგები. სარეაბილიტაციო სამუშაოები პერიოდში პარკი დაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)