|
2024-09-10 14:46:42, 346 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „ოცნების“ პლაკატების ჩამოხევაზე - სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი და ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ
თბილისის მერი მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, "აღნიშნულ ფაქტზე შემჩნეული ადამიანები არიან ფაშისტები, რომელთაც 26 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შესაბამის პასუხს გასცემს". "ეს ადამიანები ისევ წარსულში არიან ჩარჩენილები. დღეს განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, თუ არ რცხვენიათ და თუ ხალხი მათ მიიღებს, შეუძლიათ გავიდნენ, მოქალაქეებს მოუყვნენ თავიანთ ხედვებზე. სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ. რას გიშლის პლაკატი რომ მიდიხარ და ხევ? ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან. ფაშისტებს 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)