05:31 - 09 Jul, 2026
|
2024-09-09 16:41:28, 418 ნახვა
მსოფლიო
სტანო - ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს
ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს თქმით, ომის დასასრულებლად ერთი გზა არსებობს, რომ რუსეთმა ყველა სამხედრო ძალა და ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს. "ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს. ისინი ბათილად ითვლება და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგები. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. რუსეთის შეჭრიდან და ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი ხაზს უსვამს თავის პოზიციას, ყირიმი არის უკრაინა", - განაცხადა სტანომ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)