|
2016-02-20 14:59:23, 731 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
პროექტ „ ჩემი ნაძალადევის“ ფარგლებში, ნაძალადევის გამგებელი რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ზაზა გაბუნია კნოლევის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ადგილობრივებს პირადად ესაუბრა. გამგებელმა ახლადრეაბილიტირებული ქუჩა დაათვალიერა. მერიის ცნობით, კნოლევის ქუჩას 5105 კვ/მ ფართობზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. „დაიგო ასფალტის საფარი სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე, მოწესრიგდა ბორდიურები. მთლიანად გამოიცვალა და მოწესრიგდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის ფარგლებში, ახლით შეიცვალა 200 მმ-იანი საკანალიზაციო ქსელი და წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის ამორტიზებული - 500 გრძ/მ, ასევე 160 მმ-იანი გამანაწილებელი ქსელის 500 გრძ/მ; პროექტის ფარგლებში, განახლდა 700 მ სიგრძის განშტოებები. ქუჩაზე შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 1 700 მეტრს შეადგენს. დამონტაჟდა 6 ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო წყალსადენის 3 ახალი საკვანძო ჭა და განახლდა სახანძრო ჰიდრანტების ქსელი“, - აცხადებენ მერიაში. „კნოლევის ქუჩაზე საშვილიშვილო საქმე გაკეთდა, მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. მე მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ეს ტემპი ნაძალადევის რაიონში უნდა გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდეს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)