|
2024-09-07 11:46:09, 334 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რთველის მიმდინარეობას კახეთში გაეცნო
ოთარ შამუგია თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. “შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბი და კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, ისე ღვინის საწარმოები სრულად მობილიზებულები არიან, რომ რთველის პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და ყველა მევენახემ მოსავლის დაბინავება შეძლოს. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. ასევე წინასწარი პროგნოზით, წელს რთველში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 340 ღვინის საწარმო, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის გადამუშავების პროცესში. მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის. ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)