|
2024-09-04 11:49:44, 304 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - N310 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს. "7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების - „ისნისა“ და „სამგორის“ გავლით დაუკავშირდება ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურება ვარკეთილის დასახლებას სუხიშვილის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საბურთალოსთან", - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, N310 მარშრუტის მსგავსად, N309 მარშრუტიც დაგრძელდება. "გარდა ამისა, N309 მარშრუტი, რომელიც ამჟამად მოძრაობს ვარკეთილის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, გაგრძელდება ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით და მოძრაობას დაამთავრებს კუს ტბის გადასახვევის მიმდებარედ. აღნიშნულ მარშრუტზე ჩართულია 13 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი და დაემატება კიდევ 2 ერთეული. ცვლილების შედეგად, ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს", - განაცხადა კალაძემ.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)