|
2016-02-19 19:15:31, 483 ნახვა
პოლიტიკა
გია ნოდია: ბრეგაძის გადადგომა შესაძლოა, მის ნაციონალისტურ და არადემოკრატიულ გამონათქვამებს უკავშირდებოდეს
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარის გია ნოდიას შეფასებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან წასვლა შესაძლოა, მის ნაციონალისტურ, არადემოკრატიულ და არალიბერალურ გამონათქვამებს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ნოდიამ „ექსპრესნიუსთან“ თემის კომენტირებისას განაცხადა. პოლიტოლოგის თქმით, ბრეგაძის თანამდებობიდან წასვლის სხვა მიზეზიც შესაძლოა იყოს, თუმცა ეს საზოგადოებისთვის უცნობია. „ბრეგაძე აღნიშნავს, რომ „ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი“, როგორც ჩანს ე.ი. ვის უნდა გაეკეთებინა ალბათ, თუ არა მის ხელმძღვანელობას. სანდრო ბრეგაძე განსაკუთრებით ნაციონალისტური, არადემოკრატიული და არალიბერალური გამონათქვამებით გამოირჩეოდა. შესაძლოა, მისი თანამდებობიდან წასვლა ყოფილიყო მიზეზი მისი მდგომარეობაში ჩაყენებისა, რომ ის გადამდგრაიყო. შეიძლება სხვა მიზეზიც არის, რაც არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ეს ნამდვილად ასეა. რამე სხვა პრობელემები და კონფლიქტები თუ ჰქონდა ვინმესთან ეს არ ვიცით, შეიძლება სხვა მიზეზებიც არის, რომელიც ჩვენთვის უცნობია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გია ნოდიამ. "მე გადავდექი, უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი", - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ თავის Facebook გვერდზე დაწერა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)