19:49 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 12:37:51, 417 ნახვა

პოლიტიკა
წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ თუ შეიწყალებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება

ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ განაცხადა.

წულაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს ამ  შემთხვევაში საშუალება მიეცემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.

“ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი. მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული. ქალბატონ სალომეს ვთხოვ, შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში ამ წუთას მიმდინარეობს",- აცხადებს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

 წულაია აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პოლიტიკურად დევნილად თვლის. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics