10:57 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 15:04:04, 433 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სასტუმროების სექტორისთვის Amadeus-ის მასტერკლასი გაიმართება

"საქართველოს ბანკისთვის" ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ინიციატივებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმროების სექტორისთვის 6 სექტემბერს, ბათუმში, Amadeus-ის მასტერკლასი „ციფრული შესაძლებლობები სასტუმროს ბიზნესებისთვის“ გაიმართება.

Amadeus-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საქმიანობა ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სასტუმროებისთვის ტურისტული ტექნოლოგიების და გადახდის გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.

მასტერკლასს გაუძღვება Joy Gosh-ი, რომელიც Amadeus hospitality-ის კომერციული დირექტორია ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და თურქეთის ბაზრებისთვის. შეხვედრაზე ის ფასწარმოქმნის და ციფრული ტექნოლოგიების როლზე, მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებს.

სემინარზე, ასევე, "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი, დამსწრე აუდიტორიას ბიზნეს მენეჯერის პლატფორმას და მის შესაძლებლობებს გააცნობს.

„საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი,  მუდმივად ცდილობს, გვერდით დაუდგეს ბიზნესს და მისცეს მათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. ჩვენთვის განსაკუთრებით პრირიტეტულია რეგიონების განვითარება და სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერება. სწორედ ამიტომ, არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესები წავახალისოთ და დარგის თანამედროვე ტენდენციები გავაცნოთ. მიგვაჩნია, რომ „Amadeus”-ის მასტერკლასი სასარგებლო იქნება სასტუმროების სექტორის წარმომადგენელებისთვის, რადგან დამსწრე აუდიტორიას შესაძებლობა ექნება, მიიღონ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიზნესის მართვისთვის,  გაეცნონ მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებს და ამასთანავე, მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მენეჯერის პლატფორმის გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ინფორმაციისთვის, მასტერკლასი განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ 40 ან მეტი სასტუმროს ნომერი.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე. გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics