02:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 11:58:19, 359 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი კუპრავაზე - სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია - პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი

წილოსანიც კუპრავაზე - სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა -  მდაბიო საქციელია ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის, ქრისტინე კუპრავას გამოსვლასთან დაკავშირებით “რადიკალური ოპოზიციის“ კომენტარებს.  

წილოსანის თქმით, “ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია.

“ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა...

თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები.

რომ კითხო, სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა. როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.

ჰოდა მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას, გაგახსენებთ ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი... არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა, სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“,- წერს წილოსანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics