|
2024-08-30 11:48:11, 423 ნახვა
ეკონომიკა
500 Global in Eurasia სტარტაპებისთვის B2B გაყიდვების მასტერკლასს გამართავს
სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Global in Eurasia 11 სექტემბერს გამართავს ონლაინ მასტერკლასს, სახელწოდებით “ნავიგაცია B2B გაყიდვებში: გზა შეთავაზებიდან შეთანხმებამდე“. მასტერკლასს 500 Global in Eurasia-ს მენტორი, ბრიანა სალინასი გაუძღვება და სტარტაპერებს ზრდაზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების სტრატეგიებს გააცნობს. მასტერკლასზე განხილული იქნება ეფექტური შეთავაზების შექმნის, მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და შეთანხმებების წარმატებით დასრულების საკითხები. გარდა ამისა, დამსწრეები შეიტყობენ მეტს გაყიდვების არხების ოპტიმიზაციაზე; გაეცნობიან მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესსა და ბიზნესების გაყიდვების სტრატეგიებს შორის განსხვავებებს, ამასთან შეძლებენ, ცხადი წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, თუ ვინაა მათი სამიზნე აუდიტორია, როგორ შეიძლება მათი მოზიდვა და შენარჩუნება. ბრიანა სალინასს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო გუნდების შექმნაში, ასევე იყო არაერთი კომპანიის მრჩეველი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. წარსულში მუშაობდა YCombinator-ის მიერ მხარდაჭერილ კომპანიებში, რომელთა კლიენტებს შორის იყვნენ Google, Dropbox, Staples, Stripe, Ebay, Paycor და Gusto. ბრიანა ასევე მენტორობას უწევდა სტარტაპებს, რომელთა შორის არაერთი “უნიკორნადაც“ იქცა. B2B გაყიდვების შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. დასწრება თავისუფალია. ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia რეგიონული აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც “საქართველოს ბანკთან“ და GITA-სთან პარტნიორობით შეიქმნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ზრდაში დაეხმარება.
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)