12:02 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 11:35:49, 370 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი საწვავის ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, წალკის რაიონში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics