|
2016-02-19 16:33:59, 695 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილმა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის წევრებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებათა პაკეტი საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება აგრეთვე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას. დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე გასაჯაროვდა საქართველოს საკანონდებლო მაცნეს საშუალებით და დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, კითხვა-პასუხი რეჟიმში განიხილეს აღნიშნული ინიციატივა, მათ შორის განაწილებული მოგების გადასახადის ტექნიკური დეტალები. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ხელს შეუწყობს და კომფორტულს გახდის ბიზნეს წრეების ურთიერთობას საგადასახადო ორგანოებთან - ბიზნეს მინიმალური შეხება ექნება საგამოძიებო სტრუქტურებთან. კომიტეტის სხდომას, ფინანსთა სამინისტროსა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)