|
2024-08-29 16:08:58, 431 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - აშშ-ს საქართველოსთვის 6,2 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი - „რუსული კანონის“ გამო პარტნიორებს დახმარების შეჩერება უწევთ
ამერიკის შეერთებულ შტატების ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ხმარდება უამრავ სასარგებლო პროექტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ ამგვარი დახმარების შეჩერება, - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ გივი მიქანაძის ბრიფინგს. ბოკუჩავას განცხადებით, “ქვეყანაში, სადაც შემაშფოთებელ ნიშნულზე გვაქვს ფემიციდის ნიშნული, სადაც ქალებზე ძალადობენ, ხელისუფლებამ სამიზნედ ისევ ქალები აირჩია, გააუქმა კვოტირება და დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან, რადგან ემიგრაციაში მყოფთა 60% ქალია. "ქართული ოცნებისგან" მხრიდან ქალების ამოღება მიზანში შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გაგრძელებაა იმ მიზოგინიური, ქალთმოძულე პოლიტიკისა, რასაც ის ბოლო პერიოდში ატარებს. რაც შეეხება კამპანიას,ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხამდე მშვიდად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გადავარჩინოთ ევროპული მომავალი. “მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ხმარდება უამრავ სასარგებლო პროექტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორიც არის საავადმყოფოებისა და სკოლების აღდგენა, ეკლესიების რეაბილიტაცია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ნაცვლად ამგვარი დაფინანსების და დახმარების გაზრდისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ ამგვარი დახმარების შეჩერება. სამწუხაროდ, ეს თავდასხმა ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე არის კიდევ ერთი გამოვლინება “ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილების, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის რუსული კანონი, რომელიც დღეს განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)