|
2016-02-19 15:45:11, 705 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახური ინვესტიციები საქართველოში რჩება, მათ წასვლაზე არც კი უფიქრიათ
პირველი უმთავრესი მესიჯი, რაც მივიღეთ იყო ის, რომ ყაზახეთი საქართველოში რჩება და მათ არც უფიქრიათ იმაზე, რომ საქართველოდან გავიდნენ, - ამის შესახებ, ვიცი პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრმა ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ყაზახეთის ვიცე პრემიერი ხელმძღვანელობდა და აღნიშნა, რომ 2 დღის განმავლობაში მოლაპარაკებების ძალიან ინტენსიური პროცესი ყაზახ კოლეგებთან ჰქონდათ. "პირველი უმთავრესი მესიჯი, რაც ჩვენ მათგან მივიღეთ იყო ის, რომ ყაზახეთი საქართველოში რჩება და მათ არც აქვთ ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოდან გავიდნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ ბათუმში. სამწუხაროდ, ჩვენც კი შეცდომაში ვიყავით შეყვანილები იმ განცხადებებით, რაც ვრცელდებოდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილის თქმით, ყაზახეთის ვიცე პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ყაზახები ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში რჩებიან, მათთვის ეს არის კარგი ინვესტიციები, საიდანაც დივიდენდებსაც იღებენ და შესაბამისად, ტექნოლოგიური განახლება და გაუმჯობესება აუცილებლად იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყაზახებთან თბილისში განხორციელებულ ინვესტიციებზეც ისაუბრეს. "თბილისში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით მე არ მინდა წინა ხელისუფლებას შევეხო, ან დღევანდელ ხელისუფლებას, იყო თუ არა ეს წართმეული. მე არ ვთვლი, რომ ეს ასეა. თავის დროზე გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა გაზით ყოფილიყო მომარაგებული და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავუფიქსირეთ მათ, რომ ჩვენთვის სასურველია, რომ ყაზახები მენეჯმეტში დაბრუნდნენ. მენეჯმენტში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ინვესტიციების განხორციელება სჭირდება, რადგან დღეს ქსელი ამ ინვესტიციებს საჭიროებს და მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნული საკითხი გათავისებული", - განაცხადა ქუმსიშვილმა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ყაზახებთან ღია მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ჩვენ ვეუბნებით, რომ დაბრუნდით, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ეს არის ყაზახური ინვესტიციები, ჩვენ ამას ვადასტურებთ და ჩვენ გვინდა, რომ თქვენ მოხვიდეთ და ამ კომპანიას შესაბამისი მენეჯმენტი გაუწიოთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს, კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)