|
2024-08-27 12:21:32, 353 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხში სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შესრულდება. “აღნიშნულ სკვერში მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება ყველაფერი. ეს სივრცე ამორტიზებულია და პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. აქაც მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)