13:15 - 07 Jul, 2026
|
2024-08-27 11:47:07, 354 ნახვა
საზოგადოება
პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება მდინარის სანაპირო ზოლზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სწავლების სცენარის მიხედვით, სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მდინარის ფონის მახასიათებლების შესწავლა და მდინარეზე ფორსირება წარმოადგენდა. დაზვერვის ქვედანაყოფის ათეულებმა მდინარეზე ფორსირება, ჩასაფრება და ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)