03:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 15:08:10, 591 ნახვა

სამართალი
„მაესტროს“ კრედიტორთა საბჭოს გაჩეჩილაძეები არ ესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მაესტროს“ კრედიტორთა საბჭოს სხდომა დაიწყო. შეკრებაზე ტელეკომპანიის მომავალი და მაუწყებლობის ფორმა გაირკვევა. ყველაფერი მევალეების პოზიციაზეა დამოკიდებული.

ძმები გაჩეჩილაძეები კრების გადადებას მოითხოვენ, რასაც არ ეთანხმება დირექტორი ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანის მხარე. მათი თქმით, კრების გადადების შემთხვევაში ტელეკომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს მაუწყებლობა.

“ალბათ შეეცდება ჩვენი მოწინააღგმდეგე მხარე ბატონი გაჩეჩილაძე, რომ მოითხოვოს გადადება იმ მოტივით, რომ დაელოდოს სასამართლო მის დირექტორად დანიშვნას. თუმცა აქ ვსვავ კითვას იქნებ დირექტორად დანიშვნას ძალიან ბევრი დრო დასჭირდეს და კრედიტორები რატო უნდა ელდოებოდნენ გაჩეჩილაძეს და რატო უნდა იყოს დამოკიდებული ეს პროცესი დირექტორზე, ეს ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ. 

შეხვედრას ძმები გაჩეჩილაძეები არ ესწრებიან. როგორც მათმა წარმომადგენელმა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა, გაჩეჩილაძეები სასამართლოში მისვლას არ აპირებენ და იგი მათი წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს კრებაში მონაწილეობას.

ირაკლი კორძახიამ განმარტა, რომ დღევანდელ კრებაზე გაჩეჩილაძეების მხარის მოთხოვნა იქნება, კრების გადაიდოს იქამდე, ვიდრე "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დარეგისტრირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics