|
2024-08-26 16:34:48, 341 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში კიდევ ერთი პარკი ეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, უკვე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები. "მიმდინარე პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ტერიტორია მთლიანობაში 2 ჰექტარია. წლის ბოლომდე, პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებული იქნება და შემდეგ გადავალთ მეორე ეტაპზე. პროექტის ფარგლებში ეწყობა სასეირნო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები; დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა; დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა, ტრენაჟორები და განათების ქსელი, ასევე მოეწყობა საპარკინგე სივრცეც. გასულ წელს აქ გამგეობამ კალათბურთის სტადიონიც გააკეთა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკმაოდ სასიამოვნო გარემო იქნება დასვენების, ვარჯიშის, განტვირთვისა და გართობისთვის“, - განაცხადა კალაძემ. მიმდინარე სამუშაოები ასევე დაათვალიერეს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო კალაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმა. პროექტი ასევე ითვალისწინებს გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)