|
2024-08-24 20:55:37, 777 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის, საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე. გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გიორგი წლების განმავლობაში არაერთ ქართულ მედიასაშუალებაში მუშაობდა. "გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ." - ნათქვამია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. "ექსპრესნიუსი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გიორგის ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)